ჩვენ შესახებ
შეიქმნა დედის მიერ — დედებისთვის
mom menu არ არის უბრალოდ პროდუქტი. ეს არის პასუხი ყოველდღიურ კითხვაზე — „ხვალ რას ვაჭმევ?"
დედებს ისედაც რთული ყოველდღიურობა გვაქვს, მინდოდა ერთი სირთულე — „დღეს რა ვაჭამო" — ამომეგდო დღის განრიგიდან და არც იმაზე მეფიქრა, რომელიმე ვიტამინი ხომ არ დავაკელი.
ნუცა
mom menu-ის დამფუძნებელი
ვარ დედა და ვიცი, როგორია ის დღეები — როცა ყველაფერი ერთდროულად გჭირდება, ენერგია კი სულ ამოწურული გაქვს. სწორედ ამ დღეებში ყველაზე რთულია ჯანსაღი, გემრიელი და ასაკისთვის შესაფერისი საჭმლის მოფიქრება.
mom menu-ის შექმნის იდეა სწორედ ჩემი ყოველდღიურობიდან დაიბადა. მინდოდა რაღაც, რაც მე თავად გამომადგებოდა — სისტემა, რომელიც ბავშვის ასაკს, ალერგიებს და გემოვნებას ითვალისწინებს და მზა გეგმას გთავაზობს. ისე, რომ ყოველ საღამოს ნულიდან არ მომიხდეს ფიქრი.
ეს საიტი ჩემი პასუხია იმ რთულ დღეებზე. და ვიმედოვნებ, შენი დღეებიც ცოტათი გამარტივდება.
რა გვამოძრავებს
სიმარტივე
დედის დრო ძვირფასია. ყველა ფუნქცია შექმნილია სიჩქარისა და სიმარტივისთვის.
ჯანმრთელობა
ყველა კერძი შექმნილია ბავშვის ასაკობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.
ნდობა
შენი და შენი ბავშვის მონაცემები უსაფრთხოდ ინახება და არასდროს იყიდება.
სცადე უფასოდ
რეგისტრაცია სამ წუთზე ნაკლებს მოითხოვს. კვების გეგმა — მზა.
დაიწყე ახლა