როგორ მუშაობს

სამი წუთი — და კვირის მენიუ მზადაა

mom menu იღებს შვილის ინფორმაციას და შენ ნაცვლად ადგენს ყოველდღიურ, ბალანსირებულ კვების გეგმას.

👤

01

შექმენი ანგარიში

დარეგისტრირდი უფასოდ. საჭიროა მხოლოდ ელფოსტა და პაროლი — ერთ წუთში მზად იქნება.

👶

02

შეიყვანე შვილის მონაცემები

მიუთითე შვილის სახელი, დაბადების თარიღი, ალერგენები და კვებითი გემოვნება. საიტი ამ ინფორმაციას იყენებს, რომ ყოველი კვება შენს შვილზე იყოს მორგებული.

🍽️

03

მიიღე დღის კვების გეგმა

ყოველ დღე საიტი ავტომატურად გიგენერირებს სრულ კვების გეგმას — საუზმე, სნექი, სადილი და ვახშამი. თუ რომელიმე კერძი არ მოსწონს, ერთი დაჭერით შეცვლა შეგიძლია.

📖

04

გახსენი სრული რეცეპტი

თითოეული კერძისთვის გაქვს სრული ინგრედიენტების სია, მომზადების ინსტრუქცია და კვებითი ღირებულება — ყველაფერი ერთ ადგილას.

🛒

05

ავტომატური საყიდლების სია

კვირის კვების გეგმის საფუძველზე საიტი ავტომატურად ადგენს სრულ საყიდლების სიას. მაღაზიაში შესვლამდე ზუსტად იცი, რა გჭირდება.

ხშირი კითხვები

ბავშვს ალერგია აქვს — გაითვალისწინებს?

დიახ. შვილის პროფილში ალერგენების მითითებისას საიტი კერძებს რომლებიც ამ პროდუქტებს შეიცავს არ შემოგთავაზებს.

შეიძლება კერძის შეცვლა?

შეიძლება. დღის გეგმაში ნებისმიერ კერძზე დაჭერით შეგიძლია სხვა ვარიანტი აირჩიო.

რა ასაკის ბავშვებისთვისაა?

საიტი ფოკუსირებულია 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებზე(თუმცა 2 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვისაც შეიძლება გამოყენება),ყველა კერძი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით არის დალაგებული.

გამოწერა შეიძლება ნებისმიერ დროს გავაუქმო?

დიახ, გამოწერის გაუქმება შეგიძლია ნებისმიერ დროს, ანგარიშის პარამეტრებიდან.

მზად ხარ?

პირველი კვირა — უფასოდ.